მოქალაქეები წერენ, რომ სასამართლოში დაიბარეს შაბათის მარშზე “გზის გადაკეტვის” საფუძვლით

პროევროპული აქციების მონაწილეები, დათა ქაშიაშვილი და სოფო მარკოზია წერენ, რომ “გზის გადაკეტვის” საფუძვლით სასამართლოში დაიბარეს. ორივე მათგანს ედავება სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენას 7 თებერვალს, შაბათის მარშის დროს.
“დღეს მივიღე ზარი სასამართლოდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტანა საჩივარი ჩემ წინააღმდეგ და მედავებიან, რომ 7 თებერვალს მე ვკეტავდი გზას. ეს იყო შაბათის მარში – სავსე იყო გზა, სავსე იყო ტროტუარი. შესაბამისად, უბრალოდ, ფიზიკურად შესაძლებლობა არ იყო, რომ თავის დროზე გადავსულიყავით აქციის ყველა მონაწილე გზიდან.
ასევე, თუ მოიტანს მთლიან [ვიდეო] მტკიცებულებას, სადაც კარგად ჩანს, რომ როდესაც ტროტუარზე ადგილი გამოჩნდა, მე გადავედი გზიდა. მეტიც, ხალხსაც მოვუწოდებდი, რომ გადასულიყვნენ. პროცესი ჩამენიშნა 18 მარტს. ვნახოთ, გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო”, – ამბობს ნეტგაზეთთან დათა ქაშიაშვილი.
“ცოტა ხნის წინ დამირეკა ქოჩქიანის სხდომის მდივანმა და სასამართლო ჩამენიშნა 7 თებერვალს, გზის გადაკეტვაზე. უცნაურია, პირველად ვიცი წინასწარ, რომ სასამართლო მექნება და წინა კარიდან შევალ”, – წერს მარკოზია სოციალურ ქსელში.
ორივე მათგანის სასამართლო სხდომა 18 მარტს არის დანიშნული.
დღეს, 10 იანვარს, “გზის გადაკეტვის” საფუძვლით 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს მუსიკოს გიორგი ბულიას. ოღონდ, ბულიას შსს ედავებოდა გზის გადაკეტვას არა მანქანების სავალ ნაწილზე, არამედ ტროტუარზე, პარლამენტის წინ.