სენაკში, “საქართველოს ბანკზე” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სენაკში “საქართველოს ბანკში” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. მამაკაცს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
გამოძიების ინფორმაციით, დანით შეიარაღებული ბრალდებული, პარასკევს, თავს დაესხა სენაკში მდებარე “ს” თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ, გაიტაცა 900 ევრო და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს აიყვანეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში – ცესკო