,, ვუყურებთ მაძღარი ნაძირლების ველურ როკვას – სალაფავის თქვლეფას და მშიერები ნერწყვს ვყლაპავთ!!!” –

,, ვუყურებთ მაძღარი ნაძირლების ველურ როკვას – სალაფავის თქვლეფას და მშიერები ნერწყვს ვყლაპავთ!!!” –
,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
,,— -ს ვიცე პრეზიდენტმა აზერბაიჯანსა და სასომხეთში დააფიქსირა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია , რომ ამერიკა იწყებს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს მეზობლებთან-ამის ნიშნად ათეულობით მილიარდი დოლარი ჩაიდება პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაში
— მანამდე რუსეთის პრეზიდენტი რამდენჯერმე შეხვდა აზერბაიჯანის და სასომხეთის ლიდერებს , გამართა მათთან მოლაპარაკებები , მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები და შეთანხმდა მომავალ თანამშრომლობაზე
სადაა ამ დროს საქართველო?!
დეპოში ვართ გრიშა ბიძია , დეპოშიიი !!
ჩვენები არც ამერიკას ესაუბრებიან და არც რუსეთს , FIFA – ს პრეზიდენტიც კი აღარ გველაპარაკება . დავრჩით ასე თამაშგარე მდგომარეობაში . სად ვართ , რა გვინდა , რა მიზანი გვაქვს კაცისშვილმა არ იცის !!!
ერთადერთი ის იციან რომ ბიუჯეტი უნდა ჭამონ , ბევრი სასახლეები აიშენონ , თავიანთი მუქთახორა შვილები უცხოეთში ასწავლონ , სტომაქი ამოიყორონ , ბევრი ოქრო და ფული დააგროვონ – გვძარცვონ , გვძარცვონ და გვძარცვონ!!!
ჩვენ კოლექტიური ჯუანშერას მოპარულ მილიონებს დავსდევთ , სამშობლოს გამყიდველი ხაინდრავას ლაყაფს ვისმენთ , ვიღაც იდიოტებს პარლამენტარობის და მინისტრობის მანტიას ვასხამთ – ვუყურებთ მაძღარი ნაძირლების ველურ როკვას – სალაფავის თქვლეფას და მშიერები ნერწყვს ვყლაპავთ!!!
ერთ 2-3 წელში დავინახავთ თუ რა სიმაღლეზე იქნებიან ჩვენი მეზობლები და რა უფრსკრულში თუ ჭაობში იქნება საქართველო , ხოლო ამაში ისევ ჩვენ ვიქნებით დამნაშავე , რადგან ერთი მუჭა ავაზაკების ხროვამ ისე დაგვაშინა რომ ხმის ამოღებას ვერ ვბედავთ!!!
P.S. ვიცი რომ ამ პოსტზე მოწონების დაწერა ბევრს შეეშინდება და თქვენიც მესმის , რადგან თავს იმით გაიმართლებთ რომ შვილი გამგეობაში მუშაობს ან რძალი საბავშვო ბაღში და სამსახურიდან მოხსნიან . აი რძლის საბავშვო ბაღს და შვილის საჯარო სამსახურს რომ გადააყოლებ შენი სამშობლოს ბედს – ასეთი ქვეყნის ……. ”