იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

თავდასხმა იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე – არის მსხვერპლი. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით, BBC წერს, რომ დაღუპულია 3 ამერიკელი ჯარისკაცი, დაშავდა 25. თავდასხმა, სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ბაზაზე, დრონებით მოხდა.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია იუწყება, რომ 7 ოქტომბრიდან, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მომხდარს საპასუხო ქმედება მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი