“ეს მიშას თავისუფლების გზა არ არის, ეს დეპუტატობის მაძიებელთა გზაა” – კობა ხაბაზი

ენმ-ის წევრი, კობა ხაბაზი:
ვბრუნდები ში.
ადამიანმა ხშირად უნდა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, თუ სად მეტის გაკეთება შეგიძლია სამშობლოსთვის.
2012 წელს, როცა წავაგეთ, ზუსტად ვიცოდი აქ უნდა ვყოფილიყავი, ჩემს სამშობლოში, ვიცოდი, რომ ქოციანობის პირველი ტალღის მოგერიებაში ჩემს წვლილს შევიტანდი.
დღეს კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ადგილი აქ არ არის.
ზიზღის, ჭორის, გვერდით მყოფის ლანძღვის და დეპუტატობას დახარბებულთა ჭაობში ვერ გავჩერდები.
ეს არც საქართველოს გამარჯვების და არც მიშას თავისუფლების გზა არ არის.
ეს დეპუტატობის მაძიებელთა გზაა.
ამ გზის ფინალი კი ძალიან კარგად ვიცი.
გულზე ხელის ბრაგუნი – “არ გაგაყალბებინებთ”, შემდეგ გაყალბებული არჩევნები, შემდეგ ისევ პროტესტი და ბოლოს “პარლამენტში ცეცხლი უნდა დავანთოთ” საბაბით პარლამენტში შეპარვა
არა, აქ ვერ გავჩერდები.
რომც გვჩერდე სარგებელს ვერ მოვიტან.
უკრაინაში იმას მაინც შევძლებ, რომ ოკუპანტები გავამწარო, თანაც მჯერა ერთი გასროლილი ჭურვით ჩემი სამშობლოსთვის და მიშას თავისუფლებისთვის უფრო მეტს გავაკეთებ, ვიდრე აქ ამ ტალახის სროლის მარათონში.
მხოლოდ ერთს გთხოვთ, ერთმანეთის ლანძღვას ამ პოსტის ქვეშ მაინც ნუ დაიწყებთ, უბრალოდ გამარჯვება მისურვეთ. #თავისუფლებამიშას !

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით