უკრაინის გენშტაბი: რუსეთი უკრაინასთან საზღვრებს ამაგრებს და ფეთქებად ბარიერებს აწყობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, სთან სახელმწიფო საზღვრების გამაგრებით აქტიურად არის დაკავებული.

„რუსები ინარჩუნებენ სამხედრო მზადყოფნას სასაზღვრო რაიონებში, ატარებენ დივერსიულ-სადაზვერვო საქმიანობას, რუსეთის ტერიტორიიდან ესვრიან დასახლებულ პუნქტებს და ზრდიან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ნაღმების და ფეთქებადი ბარიერების სიმჭიდროვეს“, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში. 

როგორც გენშტაბში აღნიშნავენ, არტილერიისა და ნაღმმტყორცნების შედეგად 30-მდე საზღვრისპირა დასახლება დაზარალდა.

ასევე დაგაინტერესებთ