11 თებერვალს ევროპარლამენტში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება – „პოლიტიკო“

11 თებერვალს ევროპარლამენტში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემის შესახებ კენჭისყრა გაიმართება. ამის შესახებ „პოლიტიკო“ ევროპარლამენტის პრეზიდენტზე, რობერტა მეცოლაზე დაყრდნობით წერს.
კენჭისყრა 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ოთხი წლის გასვლასთან დაკავშირებით დაგეგმილ სესიაზე იყო მოსალოდნელი, თუმცა უფრო ადრე ჩატარდება.
„პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება მიღწეულია“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრესსპიკერმა, დელფინე კოლარდმა პლენარული სხდომის გახსნამდე.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებები კიევისთვის გადამწყვეტია, რადგან სხვა შემთხვევაში უკრაინა აპრილში ფინანსური დახმარების გარეშე დარჩება.
გავრცელებული ცნობით, სესხი უკრაინის საერთო ბიუჯეტისა და ქვეყნის თავდაცვის საჭიროებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა