ხონში კუხის გამანაწილებელ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ხონში კუხის გამანაწილებელ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხონი-სამტრედიის სარწყავ სისტემაზე მასშტაბურ სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწების შეუფერხებელ წყალუზრუნველყოფას.

ამ ეტაპზე, კუხის გამანაწილებელ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს – აღდგა სათავე წყალმიმღები, არხის 1 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება დალექილი მასისა და მცენარეული ნარჩენებისგან, რაც ხელს უშლიდა წყლის შეუფერხებლად მოძრაობას და არხის გამტარუნარიანობას.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ კუხის წყალმომხარებლებისთვის წყალუზრუნველყოფა, ჯამში, 80 ჰექტარ ფართობზე გაუმჯობესდება. ასევე, დატბორვისგან დაცული იქნება კუხის არხის მიმდებარედ განთავსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ქვეყნის მასშტაბით სარწყავი სისტემების მოწესრიგება ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდას და მიწების ეფექტიან გამოყენებას.
ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა