ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი – საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს – ინდივიდუალური კანონები, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს იღებს სამიზნეში, ამის მოგვარების გზა არაა

დეოლიგარქიზაციისთვის საჭიროა არა ინდივიდუალური, არამედ სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს. ამის შესახებ ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა სიმონა გრანატა-მენგინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამას “დეოლიგარქიზაციას” არ ვუწოდებთ, ჩვენთვის ეს ქვეყნის დემოკრატიული ცხოვრების, საჯარო სივრცეში ფულის არსებობის პრობლემაა… და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფული დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. საქართველოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ჩვენი მოსაზრების შესახებ მოთხოვნა მივიღეთ, ში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მოსაზრების შემდეგ, მსგავსი კანონი იყო მოლდოვის რესპუბლიკაშიც.
ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ დემოკრატიულ პროცესებში ფულის არასათანადო გავლენის პრობლემა არ უნდა იქნას მოგვარებული კანონებში, რომლებიც პიროვნებებს იღებს სამიზნეში. ასე არ მუშაობს ეს, მივიჩნიეთ, რომ ეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს არ შეესაბამება, არ შეესაბამება ძალაუფლების დანაწილებისა და პლურალიზმის პრინციპებს. ასე, რომ ვთქვით, რომ პრობლემას ასე არ უნდა გაუმკლავდეთ. ვთქვით, რომ საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს.
ინდივიდუალური კანონები და კანონები, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს იღებს სამიზნეში – ამის მოგვარების გზა არაა. სამი კანონიდან – უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოში – საქართველოსა და მოლდოვაში კანონპროექტები მიტოვებულ იქნა და უკრაინაში მისი განხორციელება არ ხდება. სამაგიეროდ ხდება სტრატეგიების, სისტემური სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც რამდენიმე სივრცეს ეხებიან. ასეთი სამოქმედო გეგმაა აქ და მგონი, მოლდოვაშიც.
ჩვენ სამოქმედო გეგმებს არ ვაფასებთ, ვენეციის კომისია სამართლებრივ ტექსტებს აფასებს, და ეს კანონი არაა, ამიტომ არ ვაპირებთ [დეოლიგარქიზაციაზე] სამოქმედო გეგმის შეფასებას საქართველოში, ისევე, როგორც არ ვაფასებთ მას მოლდოვაში ან სხვაგან. ეს არ ნიშნავს, რომ ის მოგვწონს ან არ მოგვწონს”, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა – უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება – პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!