ლაშა ხუციშვილი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს.
მხარეებმა მიმოიხილეს გაეროსა და საქართველოს შორის დადებული 2026-2030 წლების ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში გაწერილი თანამშრომლობის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება და ფისკალური პარამეტრები, ხაზი გაესვა მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ქვეყნის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი დაგლას უები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში კაორი იშიკავა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ეკონომისტი ერიკ ანდერმო.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა