სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ტრამპის გზის“ პროექტში რუსეთის მონაწილეობა ვერ წარმოუდგენია

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის განცხადებით, პროექტში – ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP) რუსეთის მონაწილეობა ვერ წარმოუდგენია.
„როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ეს სომხურ-ამერიკული კომპანიაა“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა და დასძინა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ TRIPP-ის ფარგლებს არ გულისხმობს.
„როდესაც მარცვლეულის ან საწვავის ტრანსპორტირება ხდება (აზერბაიჯანიდან), ეს არ არის TRIPP-ი. ჩვენ დიდი ხანია ვმსჯელობთ TRIPP-ის მსგავს მექანიზმზე. უბრალოდ, -სთან ეს შესაძლებელი გახდა პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში“, – განაცხადა სიმონიანმა.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ამერიკულმა მხარემ, შესაძლოა, რუსეთის მონაწილეობის ვარიანტი განიხილოს, სომხური მხარის თანხმობით. სიმონიანმა ხაზი გაუსვა, რომ არ TRIPP-ის პროექტზე არ უნდა კონცენტრირდეს.
„ბევრი გზა არსებობს. ისინი მუშაობენ. ბოლოს და ბოლოს, ისინი ამას გააკეთებდნენ, 100 წელია აქ არიან“, – აღნიშნა ალენ სიმონიანმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა, ერევანთან TRIPP-ის პროექტში მოსკოვის შესაძლო მონაწილეობის პარამეტრები განიხილოს.
„„ტრამპის გზის“ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ პოზიცია დავაფიქსირეთ. სომხურ-ამერიკული ინიციატივის დეტალები ჯერ კიდევ შესასწავლია. მზად ვართ, კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს პარტნიორებთან ერევანში, რათა განვიხილოთ როგორც პარამეტრები, ასევე რუსეთის შესაძლო მონაწილეობა ამა თუ იმ ფორმით“, – განაცხადა გალუზინმა.