თუ რეგიონში პრეცედენტი მოხდება, თურქეთი საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას განიხილავს

თურქეთი იძულებული იქნება განიხილოს საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნა, თუ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები მას შეიძენენ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა CNN Turk-თან ინტერვიუში.
„ჩვენ არ გვინდა რეგიონში დრამატული ცვლილებების დანახვა, რამაც შეიძლება დაარღვიოს ძალთა ამჟამინდელი ბალანსი. ამან შეიძლება აიძულოს ქვეყნები, მაგალითად, ირანთან პრობლემური საკითხების მქონე ქვეყნები, ბირთვული იარაღის შექმნისკენ ისწრაფვოდნენ. შემდეგ კი შესაძლოა, ჩვენც იძულებული გავხდეთ, შევუერთდეთ ამ რბოლას“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მან გაიხსენა, რომ თურქეთი 1980 წლიდან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) მომხრეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა