ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2025 წელს რეკორდულ 2.6 მილიარდ მგზავრს მიაღწია – ACI Europe-ის კვლევა

ევროპის აეროპორტების მგზავრთა ნაკადმა, 2025 წელს რეკორდულ 2.6 მილიარდ მგზავრს მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით 4.4%-ით მეტია. ეს მაჩვენებლები ხაზს უსვამს სექტორის „შესანიშნავ მდგრადობას“ ავიაბილეთების მაღალი ფასების, შეზღუდული ტევადობისა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, – ამის შესახებ ნათქვამია ACI Europe-ის (Airports Council International Europe)კვლევაში „The Full Year 2025 Airport Traffic Report“.
ზრდა თითქმის მთლიანად განპირობებული იყო საერთაშორისო მგზავრთა მიმოსვლით, რომელიც 5.6%-ით გაიზარდა, ხოლო შიდა მიმოსვლა 0.2%-ით გაიზარდა.
ყველაზე დიდი ზრდა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში დაფიქსირდა, სადაც ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა , პოლონეთი, უნგრეთი, სლოვენია და მალტა.
ლონდონის ჰითროუს აეროპორტი 84.5 მილიონი მგზავრით ყველაზე დატვირთული ჰაბების სიას ლიდერობს. მას მოსდევს სტამბოლის აეროპორტი, რომელმაც 2025 წელს 84.44 მილიონი ტურისტი მიიღო.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე