272 დღე საარჩევნო მარათონის ფინალამდე – ვინ როგორ ივლის 26 ოქტომბრის სრულად პროპორციული სისტემით გასამართ არჩევნებამდე

2024 წლის 26 ოქტომბერი – თარიღი, როცა საქართველოს მოსახლეობამ საქართველოს პოლიტიკური მომავალი უნდა გადაწყვიტოს. ხალხის ნდობის მოსაპოვებლად პოლიტიკურ პარტიებს 9 თვიანი გზა აქვთ გასავლელი. ვინ როგორ ივლის ამ გზაზე – ზოგმა იცის, ზოგი მსჯელობს, ზოგი კი ჯერ არც გამოჩენილა. სანამ სხვები ბჭობენ, “ქართული ოცნება” დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და ანგარიშზე მორიგ გამარჯვებას გაიფორმებს.
რეალობა განსხვავებულად ჩანს კახეთის გზატკეცილიდან. ხაბეიშვილის “ნაციონალურ მოძრაობაში” ამტკიცებენ, რომ “ქართულ ოცნებაზე” მეტ ხმას მიიღებენ, თუმცა ამაში ეჭვი, თავად შეაქვთ. ერთპარტიულ გამარჯვებას გამორიცხავენ და აქცენტს, კოალიციურ მმართველობაზე აკეთებენ.
“ნაციონალური მოძრაობა” “ლელოსთან” გაერთიანებას ამ ეტაპზე გამორიცხავს, თუმცა ხაბეიშვილ-ხაზარაძეს ერთი პოლიტიკური კონსულტანტი, ჯერემი როზნერი, უკვე აერთიანებს. ორივე პარტიაში ამტკიცებენ, რომ საარჩევნო მარათონში დამოუკიდებლად იბრძოლებენ, თან დამოუკიდებლად გამარჯვების იმედიც დიდი შეცდომა ჰგონიათ. “ლელოს” გზა, “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად, კოალიციამდე მიდის. ყოფილი ბანკირების გუნდში კარგად იციან, რომ იმ 7 პროცენტიან მხარდაჭერას, რომელიც მათვე დათვალეს, გამარჯვებამდე ბევრი შვიდი აკლია.
პოლიტიკური ამბიციების საზომი ყველაზე მაღალ ნიშნულს, გიორგი გახარიას გუნდში აჩვენებს. პარტია “საქართველოსთვის” ყველას ემიჯნება და სჯერა, რომ ამ პოლიტიკურ რეალობაში ერთადერთი ოპოზიციური ძალაა.
თვლასაც და პოლიტიკურ სტრატეგიასაც უწუნებს კოლეგა ოპოზიციონერებს . “გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ გამარჯვების ფორმულისთვის, პარტიებმა ძლიერი და სუსტი მხარეები სწორად უნდა გამოიყენონ.
“გირჩში” არც კოლეგების მომავალი ხედვები მოსწონთ და ესმით. როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას კოალიციური მმართველობა, როცა გაერთიანებას გამორიცხავენ.
ის, რაც ოპოზიციისთვის დე ფაქტოა, “ქართული ოცნებისთვის” დე იურეა. ოპონენტები ერთობას არ აღიარებენ, სახელისუფლებო პარტიაში კი სჯერათ, რომ ოპოზიციონერები ერთმანეთის უარყოფის მიუხედავად, კოალიციური მეთოდებით იბრძვიან.
საარჩევნო მარათონის ფინალამდე 272 დღე დარჩა. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ისტორიაში პირველად საპარლამენტო არჩევნები, სრულად პროპორციული სისტემით და ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებით ჩატარდება.
ავტორი: იზი ბურნაძე

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან