Fiat 500e ევროპაში ელექტრომობილების სეგმენტში პირველ ადგილზეა

500e, Fiat 500-ის ახალი და სრულად ელექტრო ვერსია, გასულ წელს ევროპაში თავის სეგმენტში ყველაზე სასურველი მოდელი გახდა.
კომპანიის განცხადების თანახმად, Fiat 500e-მ თავისი სეგმენტის ლიდერმა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, მიაღწია 0,3 პუნქტით ზრდას 2022 წელთან შედარებით, 14,7 პროცენტიანი საბაზრო წილით სრულად ელექტრო (A+B BEV) მანქანებს შორის A და B სეგმენტებში.
Fiat 500e ასევე გახდა ყველაზე გაყიდვადი სრულად ელექტრო მანქანა Stellantis Group-ში. ტურინში შექმნილი და წარმოებული 500e ამ დროისთვის 42 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 500e ასევე ინარჩუნებს თავის ტიტულს, როგორც Fiat-ის ყველაზე დაჯილდოვებული მოდელი.
500e-ის გამოშვებიდან დღემდე მსოფლიო მასშტაბით მისი 185 ათასზე მეტი ერთეული გაიყიდა.