Reuters: ინდოეთი თანდათან ამბობს უარს რუსულ იარაღზე

ში ს შეჭრის დაწყების შემდეგ, ინდოეთი ცდილობს გაემიჯნოს იარაღის უმსხვილეს მიმწოდებელს, მოსკოვს და ნელ-ნელა დასავლეთისკენ იხრება, – წერს Reuters-ი ინდოეთის ხელისუფლების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, ამ ტენდენციაზე ის ფაქტიც ახდენს გავლენას, რომ ში ომის გამო შეზღუდულია თავად ს შესაძლებლობა მიაწოდოს ინდოეთს საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა. ხოლო შეერთებული შტატები ამჟამად ცდილობს გააძლიეროს კავშირები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა შეაკავოს ჩინეთის მზარდი ძალა და ამავე დროს შეამციროს რუსეთზე ინდოეთის ტრადიციული დამოკიდებულება.
გასულ წელს ვაშინგტონმა ასევე მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომელიც კომპანია General Electric-ს საშუალებას აძლევს აწარმოოს რეაქტიული ძრავები ინდოეთში ინდური გამანადგურებლებისთვის. ორი ქვეყანა გეგმავს დააჩქაროს ტექნოლოგიური თანამშრომლობა და ერთობლივი წარმოება სხვადასხვა სფეროში- ჰაერში საბრძოლო შესაძლებლობებიდან დაზვერვამდე. ამასთან შეშფოთებას იწვევს ჩინეთთან რუსეთის კავშირების შემდგომი განვითარება იმ ფონზე, როდესაც ინდოეთის და ჩინეთის ჯარები ჰიმალაის საზღვარზე კონფრონტაციაში არიან ჩართული. შესაბამისად, როგორც Reuters-ი წერს,ინდოეთმა კიდევ უფრო ფრთხილად უნდა, რათა არ უბიძგოს მოსკოვს პეკინთან კიდევ უფრო დიდი დაახლოებისკენ.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა უზრუნველყო ინდოეთის იარაღის შესყიდვების 65%-ი, ჯამში 60 მილიარდ დოლარზე მეტია. მაგრამ უკრაინაში ომმა დამატებითი სტიმული მისცა ინდოეთის სამხედრო სეგმენტის დივერსიფიკაციას.