თბილისის მერიის მწვრთნელთა პროფესიული გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხმა ეროვნულმა ფედერაციამ: ა(ა)იპ „საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია“ და ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირი“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების და „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამით მოსარგებლე მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა 200-მდე მწვრთნელმა მიიღო.
„პროგრამა დაიწყო 2023 წლის ოქტომბერში და 2024 წლის იანვარში დასრულდა. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები შესაბამის სახეობებში თანამედროვე ტენდენციებს გაეცნენ. გადამზადება საერთაშორისო სპეციალისტებმა განახორციელეს.
კურსის დასრულების შემდგომ, 29 იანვარს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართება პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილე მწვრთნელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მონაწილე მწვრთნელებს შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.
მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ხელს შუწყობს შესაბამის სახეობებში დასაქმებულ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც აუცილებელია ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში. მწვრთნელები გაეცნენ იმ სიახლეებს, რაც სპორტის შესაბამის სახეობებში პერიოდულად ინერგება“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.