ქუთაისის მერიის დელეგაცია, მერის იოსებ ხახალეიშვილის ხელმძღვანელობით, ესტონეთის ქალაქ ტარტუში იმყოფება

ქუთაისის მერიის ოფიციალური დელეგაცია, ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის ხელმძღვანელობით, საქმიანი ვიზიტით ს ქალაქ ტარტუში იმყოფება, ტარტუს ევროპის კულტურის დედაქალაქის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა, მათ შორის, ტარტუს კულტურის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ტარტუში იუნესკოს კოორდინატორთან.
„შეხვედრებზე საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთობებს. ტარტუ, ქუთაისის მსგავსად, იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსს ატარებს. შესაბამისად, მასპინძელმა მხარემ ქართულ დელეგაციას გაუზიარა ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ტარტუს ოფიციალური დელეგაცია 2 მაისს, “ქუთაისობაზე” მოიწვია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი