ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი “ლუზერად” მოიხსენია

ჯო ბაიდენმა “ლუზერად” მოიხსენია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს ხვდებოდა, სადაც მან სიტყვით გამოსვლისას, ყოფილი პრეზიდენტი სხვადასხვა დროს გაკეთებული მისი გამონათქვამების გამო გააკრიტიკა.
“დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა ამერიკელი ჯარისკაცების საფლავების მონახულებაზე პარიზის გარეუბანში და ჩვენი გმირები სულელებად და “ლუზერებად” მოიხსენია. როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს ჩემს შვილზე და სხვებზე ასე ლაპარაკს. მე მათ პატრიოტებს და გმირებს ვუწოდებ. ერთადერთი “ლუზერი”, რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია. ეს მე მაბრაზებს, ბოდიშს ვიხდი სიბრაზისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად შეურაცხმყოფს”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის

სხვადასხვა დანაშაულების და გადაცდომების გამო სისტემიდან გაძევებულ ყოფილ ძალოვნებს რომ გამოიყვანთ და ათას სისულელეს აბოდიალებთ, ფიქრობთ რომ ჩვენს გმირ ძალოვნებზე იმოქმედებს და ქათმების რევოლუციას დაუშვებენ? ძალიან ცდებით “ნაც-ხლისტებო”