საბერძნეთი უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

საბერძნეთის მთავრობამ უკრაინისთვის მოძველებული იარაღის სისტემების მიწოდებას დაუჭირა მხარი, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბერძნულ გამოცემა Kathimerini ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს დაევალა ში იმ იარაღის მიწოდება, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს. ამ დროისთვის უცნობია, რას მოიცავს დახმარების პაკეტი. „დოიჩე ველე“ წერს, რომ საბერძნეთის შეიარაღებაში შედის საბჭოთა დროის საჰაერო თავდაცვის სისტემები Tor-ი, Osa, S-300-ი და ZU-23-2-ის საზენიტო იარაღი.
27 იანვარს, -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8.6 მილიარდი აშშ დოლარის F-35 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვა დაამტკიცა. საბერძნეთს შეუძლია მიიღოს 20 საბრძოლო თვითმფრინავი, მათი 42 ძრავა, ასევე მართვის სისტემები და სათადარიგო ნაწილები. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება კონგრესმა 30 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს.
იმავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკის მიცოტაკისს წერილი გაუგზავნა, სადაც მოუწოდებს, რომ ვაშინგტონის მხრიდან დამატებითი, 200 მილიონი დოლარის დახმარების სანაცვლოდ, უკრაინას იარაღი გადასცეს, ან მიყიდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს