,,რეჟიმის მორიგი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა” – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,რეჟიმის მორიგი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა – სტუ და თსუ მოსალოდნელი გაერთიანების გამო ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე პარლამენტმა მშვიდად მიიღო ხალხის გაჩუმების ერთ-ერთი ყველაზე დრაკონული კანონი (პირველი მოსმენით). თან, უნივერსიტეტების გაერთიანებაზე ატეხილ დავაში საკუთარ რიგებშიც გამოავლინა ურჩები, ტარაკნებიან ოთახში შუქს რომ ჩააქრობ ცოტა ხნით, მერე აანთებ და სიბნელეში გამოსულ ტარაკნებს დაერევი, აი ზუსტად ისე.
და თუ კიდევ ვერ ვხვდებით რა ხდება და რა უნდა გავაკეთოთ, იმას მაინც ნუ ვიზამთ რომ სტუ და თსუ რომ აღარ ერთიანდება, რეჟიმის უკან დახევად ჩავთვალოთ და ვიზეიმოთ.
რისხვის და მოქმედების დროა.
ჯერ კიდევ არის დრო.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ