რუსული ნავთობის ტრანზიტი უზბეკეთში, ყაზახეთის გავლით, 550 000 ტ-მდე გაიზრდება

2024 წელს რუსული ნავთობის ტრანზიტის მოცულობა ყაზახეთის ტერიტორიით უზბეკეთში დაგეგმილი 500 ათასი ტონიდან 550 ათას ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის მთავარი ნავთობსადენის ოპერატორის KazTransOil-ის პრესსამსახური იტყობინება.
ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნავთობის მიწოდების გრაფიკის შესაბამისად, იანვარში KazTransOil-ი უზრუნველყოფს 25 ათასი ტონა რუსული ნავთობის მიწოდებას ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით უზბეკეთის რესპუბლიკაში. ნათქვამია შეტყობინებაში.
KazTransOil-ის მთავარი ნავთობსადენის სისტემის მეშვეობით რუსული ნავთობის უზბეკეთში მიტანის პროცესი 2017 წელს დაიწყო.
ტრანზიტის მოცულობამ 2017 წელს 67,9 ათასი ტონა შეადგინა, 2018 წელს – 35,8 ათასი ტონა. 2019-2022 წლებში რუსული ნავთობის ტრანზიტი ყაზახეთის გავლით უზბეკეთში არ განხორციელებულა. 2023 წელს KazTransOil-მა რესპუბლიკაში 154,3 ათასი ტონა რუსული ნავთობი გადაიტანა, იტყობინება კომპანია.