ხაშურის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 51 წლის კაცს, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურება ედება ბრალად.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა მედიას განუცხადა, ის ბრალს არ აღიარებს და მოზარდს პირიქით, ტყუილში ადანაშაულებს. ადვოკატი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.
· კაცს, რომელმაც 13 წლის ნათესავი გოგო გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა
· დაჭრეს კაცი, რომელსაც ნათესავები ბავშვის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
· ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს