აპრილში დიდი ბრიტანეთში გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები შესაძლოა 16%-ით შემცირდეს

საკონსულტაციო კომპანია Cornwall Insight-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, აპრილში დიდ ბრიტანეთში ფიზიკური პირებისთვის ენერგიის ფასები შეიძლება 16%-ით შემცირდეს.
გაზისა და ელექტროენერგიის საშუალო წლიური გადასახადი ბრიტანული ოჯახებისთვის აპრილში იქნება 1620 ფუნტი (2060 დოლარი). ივლისისთვის კი ეს მაჩვენებელი შეიძლება 1497 ფუნტამდე დაეცეს.
მიმდინარე პერიოდში საშუალო გადასახადი 1928 ფუნტია.
„ენერგეტიკული მარაგის კარგი დონე და მიწოდების პოზიტიური პერსპექტივა მხარს უჭერს ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობას. თუ ეს სიტუაცია გაგრძელდება, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მათი შემცირება 2022 წლის დასაწყისიდან მინიმუმამდე“, – თქვა Cornwall Insight-ის მთავარმა კონსულტანტმა კრეიგ ლოურიმ.