Reuters – ინდოეთი რუსეთისგან, როგორც იარაღის მიმწოდებლისგან, დისტანცირებას ცდილობს

ინდოეთი ცდილობს, დისტანცირდეს იარაღის უმსხვილეს მიმწოდებელთან – რუსეთთან მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომმა შეაფერხა რუსეთის უნარი, საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება განახორციელოს, – ინფორმაციას Reuters-ი ინდურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი იარაღის იმპორტიორი ნელ-ნელა დასავლეთისკენ იხრება იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს გააძლიეროს კავშირები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, იმ იმედით, რომ შეაკავებს ჩინეთს ინდოეთის რუსეთზე დამოკიდებულებისგან შეწყვეტით.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინდოეთმა 60 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი შეიძინა, რომლის 65% ინდოეთმა რუსეთისგან შეიძინა.
”ჩვენ არ მოვაწერთ ხელს რაიმე დიდ სამხედრო შეთანხმებას რუსეთთან”, – განაცხადა ნიუ-დელიში მოქმედი ორგანიზაციის, Observer Research Foundation-ის ექსპერტმა რუსეთის საკითხებში, ნანდან უნიკრიშნანმა.
ექსპერტები და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთმა საჯაროდ მოუწოდა ინდოეთს, თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ფოკუსირება დასავლური ტექნოლოგიების შიდა წარმოებაზე მოახდინა.
ინდოეთი და შეერთებული შტატები გეგმავენ გააღრმავონ ტექნოლოგიური თანამშრომლობა და ერთობლივი წარმოება სხვადასხვა სფეროში. Reuters-ი წერს, რომ ინდოეთის შეერთებულ შტატებთან კავშირების შემდგომი გაძლიერება შემაშფოთებელია ჩინეთის გამო, რადგან ინდოეთისა და ჩინეთის ჯარები ჰიმალაის საზღვარზე 2020 წლიდან მოყოლებული დაპირისპირებაში არიან ჩართული.
აღსანიშნავია, რომ ბირთვული იარაღის მქონე მეზობლებს 1962 წელს ერთმანეთის წინააღმდეგ ომი ჰქონდათ, მაგრამ მათ შორის საზღვრის 3 200 კმ-იანი მონაკვეთი კვლავ სადავოა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ