ინდურმა გადამამუშავებელმა კომპანიებმა Indian Oil Corp.-მა და Hindustan Petroleum Corp.-მა ვენესუელური ნედლი ნავთობის პარტია ერთობლივად შეიძინეს, იტყობინება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
ეს ბოლო დროს მსგავსი გარიგების მეორე შემთხვევაა: გასულ კვირას გამოცხადდა, რომ ინდოეთის უდიდესი კერძო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, Reliance Industries-ის მფლობელმა ვენესუელური ნავთობის 2 მილიონი ბარელი პარტია შეიძინა.
„ინდიან ოილ კორპორეიშენმა“ და „ჰინდუსტან პეტროლეუმ კორპორეიშენმა“ ერთობლივად შეიძინეს 2 მილიონი ბარელი მერეის ნედლი ნავთობი. სააგენტოს წყაროების ცნობით, ის IOC-ის პარადიპის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და HPCL-ის ვიშახაპატნამის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიეწოდება.



