რუსებმა უკრაინას დრონებით და „ისკანდერის“ რაკეტებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა 28 იანვრის ღამეს ს „შაჰედის“ 8 დრონით და „ისკანდერ-მ“-ის რაკეტებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
”მტერმა შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან (პრიმორსკო-ახტარსკი – ს ფედერაცია) Shahed-136/131-ის 8 უპილოტო საფრენი აპარატით და რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის ორი რაკეტით განახორციელა, S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან კი დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, პოლტავას, დონეცკის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში თავდასხმა განხორციელდა სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
ამასთან, უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოწინააღმდეგის რვა უპილოტო საფრენი აპარატიდან ოთხი გაანადგურეს. წინასწარი მონაცემებით, ბალისტიკური დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

ასევე დაგაინტერესებთ