მიხაილო პოდოლიაკი – არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებებს, ასევე უცნობია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე

რუსები აქტიურად მანიპულირებენ ბელგოროდის ოლქში „ილ-76“-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხზე, რათა საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის პროცესი შეანელონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებებს. პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ უცნობია ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე, რადგან რუსები აქტიურად ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო გამოძიებას.
„რას ვხედავ ამაში? ორ რამეს. პირველი არის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შენელება. ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი რაოდენობით რუსული თვითმფრინავი განადგურდა, ანუ რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს, უკრაინას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები ან გამოიყენოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ფრონტის ხაზის გასწვრივ,”- განმარტა პოდოლიაკმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსებს შესაძლოა სხვა მიზნებიც ჰქონდეთ, კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ ომის წესებისა და კონვენციების დარღვევაზე ცივილიზებული სამყაროს ყურადღების შემცირება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ