“თუ მიტინგი ასტროლოგიურად პლუტონის გავლენაა; გაფიცვა, აჯანყება – უკვე ურანია”– ასტროლოგიაში ურანის გავლენა – რამაზ გიგაური

ასტროლოგიაში ურანის გავლენა, როგორც ჩარჩოდან გასვლა. ეს არ არის ტაბუს რღვევა, ნგრევა-შენება, რომელიც პლუტონის ასტროლოგიური ფუნქციაა. არამედ ეს არის ყოველგვარი ჩარჩოდან გასვლა, ძველის გადახედვა ან სულაც უარყოფა, სიახლის შემოტანა, ევოლუცია თუ რევოლუცია. ნებისმიერი ექსპერიმენტი სწორედ ურანის გავლენაა. ეს არის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. პირად ჰოროსკოპში ძლიერი ურანის (ასევე ასევე ძლიერად გამოხატული მერწყულის) გავლენით ადამიანები ხშირად აპროტესტებენ და იბრძვიან. ნებისმიერ საზოგადოებაში სწორედ ეს ადამიანები დგანან პროტესტის წინა ხაზზე. საინტერესოა, რომ თუ მიტინგი (როგორც ხალხის მასა) ასტროლოგიურად პლუტონის გავლენაა; პროტესტი, გაფიცვა, დაუმორჩილებლობა, აჯანყება – უკვე ურანია. ურანისეული გავლენის ყველაზე კარგი არქეტიპია – „ჯოკერი“, ტრიქსტერი.
ადამიანებში, ძლიერი ურანი იძლევა განსხვავებულობისკენ და თვითმყოფადობისკენ მიდრეკილებას. ურანი ძლიერია – მერწყულში, მორიელში, ასევე თხის რქაში, სასწორში და ტყუპში. ასევე ძლიერია, როდესაც შეერთებაშია მზესთან, მთვარესთან ან კვადრატული/ ოპოზიციური ასპექტი აქვს. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ , რომელსაც პირად ჰოროსკოპში, კონკრეტულად კი მორიელის ნიშანში ურანი-მთვარის შეერთება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე