კირილ ბუდანოვი “ილ-76”-ის ჩამოვარდნაზე – თუ ეს ისე მოხდა, როგორც რუსეთი ამტკიცებს, მაშინ რატომ აგრძელებს ცხედრების დამალვას? მათ ხომ ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ: “ნახეთ, უკრაინელები მკვლელები არიან”, მაგრამ არაფერი არ არის

“ილ-76”-ის სიტუაცია გაურკვეველია, რუსეთი ცხედრებს არ აჩვენებს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლომდე პასუხის გაცემა, რა მოხდა, არცერთ მხარეს არ შეუძლია.
“სამწუხაროდ, უნდა მოვახდინოთ კონსტატაცია, რომ არცერთ მხარეს არ შეუძლია ბოლომდე პასუხის გაცემა, თუ რა მოხდა იქ. რუსეთის პოზიცია გასაგებია – ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი პოზიციისთვის გაურკვეველი ფაქტორების რიგი არსებობს… ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ მათ არ აჩვენეს მინდვრები, რომლებიც ცხედრებით, ნარჩენებითაა სავსე, როგორც უდნა ეჩვენებინათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაედანაშაულებინათ უკრაინა, მაგრამ ესეც კი არ არის. ანუ სიტუაცია ბოლომდე გასაგები არაა. თუ ეს ისე მოხდა, როგორც რუსეთი ამტკიცებს, მაშინ რატომ მალავდა რუსეთი რამდენიმე დღე და აგრძელებს ცხედრების დამალვას? მათ ხომ ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ: “ნახეთ, უკრაინელები მკვლელები არიან”. მაგრამ არ არის ცხედრები, არაფერი არ არის,” – განაცხადა ბუდანოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ