პესკოვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მზად არის, უარი თქვას უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზად არის უარი თქვას თავის პოზიციაზე, რომელიც უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს უკავშირდება. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

როგორც რუსული მედია წერს, ჟურნალისტებმა პესკოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ცნობებზე იმის შესახებ, რომ მოსკოვმა კიევს მოლაპარაკებების სიგნალი მისცა. ამავდროულად გავრცელებული ინფორმაციით, კრემლმა, შესაძლოა, განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსის მოთხოვნაზე უარის თქმის შესაძლებლობა და ასევე უკრაინის ნატოში შესვლის პირობა.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„არა, ეს არასწორი გზავნილია. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, – თქვა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს