მედია: 18-მეტრიანი ავტობუსები საქართველოშია – რა ხდება შემდეგ

18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებზეც თბილისის სატრანსპორტო მოძრაობის მცირედი განტვირთვის ერთ-ერთი გზა გადის, საქართველოში ჩამოიყვანეს, თუმცა დედაქალაქის მერიისთვის ჯერ არ გადაუციათ. ახალი ავტობუსების მომსახურებისთვის აუცილებელი ავტობაზის მშენებლობა ახლახან დაიწყო.

ამ სტატიაში ვარკვევთ, როდის გამოჩნდებიან ახალი ავტობუსები თბილისის ქუჩებში.

18-მეტრიანი მწვანე ავტობუსები თბილისიდან 40 წუთის სავალ გზაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზთან, სატვირთოებისთვის განკუთვნილ კერძო სადგომზეა გაჩერებული. დრონიდან გადაღებულ კადრებში 5 იანვარს მათი რაოდენობა 42 იყო.

“ორ კვირაზე მეტია ავტობუსები შემოჰყავთ, ნაწილ-ნაწილ ემატება ხოლმე. სადგომიდან ჯერ არც ერთი გაუყვანიათ”, – გვითხრა კაცმა, რომელიც პარკირების კურატორად გაგვეცნო.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს