განადგურებული კერძო სახლები, სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – ომის 703-ე დღე უკრაინაში

ომის 703-ე დღეს უკრაინის 7-ზე მეტი ოლქის 120-ზე მეტი დასახლება რუსეთის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. მათ შორის იყო სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის ტერიტორიები.
გასული 24 საათის განმავლობაში, 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის ძალების მხრიდან დარტყმების შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები. განადგურდა კერძო სახლები, სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დღითიდღე იზრდება რუსული ჯარის დანაკარგიც.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ხარკოვში იმყოფებოდა. უკრაინაში ვიზიტის ამსახველ ფოტომასალა მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს დრონების ერთობლივ წარმოებაზე ისაუბრეს.
თავის ყოველდღიურ მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს . უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან, სამხედროებთან ერთად, საბრძოლო ოპერაციები დეტალურად განიხილა, ისევე, როგორც – იარაღის მიწოდებისა და საერთაშორისო თანადგომის აუცილებლობა.
ბოლო მონაცემებით, რუსული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 520-ზე მეტი ბავშვია. დაშავებულთა რიცხვი 18 000-ს აჭარბებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა