საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 წლამდე მოზარდი გააუპატიურა, ფიზიკურად იძალადა და დანით სიკვდილით ემუქრებოდა. ბრალდებული 25 იანვარს დააკავეს.
“მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ) წარედგინა”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
აღნიშნული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.