ლვოვში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისას განადგურები სახლები თითქმის სრულად აღდგენილია – ქალაქის მერი

ლვოვის მერის, ანდრეი სადოვოის განცხადებით, ქალაქში, გასული წლის ზაფხულში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისას განადგურებული სახლები თითქმის სრულად აღდგენილია.
“შემდეგი ეტაპი ბინების აღდგენაა. ის ასევე დაფინანსდება ქალაქის ბიუჯეტიდან”, – წერს ლვოვის მერი სოციალურ ქსელში და 6-თვიანი შუალედით გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
მისივე თქმით, ვინაიდან საქმე ქალაქის ისტორიულ უბანს ეხება, რეკონსტრუქციის პროცესი დიდ დროსა და მაქსიმალურ სიზუსტეს მოითხოვს.
“ჩვენ, დეტალებისადმი დიდი ყურადღებით, თავიდან ვაშენებთ ყველაფერს. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ აღდგენა, არამედ გაუმჯობესებაცაა”, – აღნიშნავს ლვოვის მერი.
დანგრეული შენობების რეკონსტრუქციის სრულად დასრულება თებერვლის ბოლოს იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა