Reuters – ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინას რუს გენერალზე თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში არ მონაწილეობდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სიბიგამ მათთან საუბარში განაცხადა.
სააგენტო წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გენერალ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების საბოტაჟს ისახავდა მიზნად.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ Reuters-ს განუცხადა, რომ კიევს თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
შეგახსენებთ, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევს გუშინ მოსკოვში უცნობმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.