საყოველთაო გაფიცვა საფრანგეთში – ფრანგები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ

დღეს, საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაგეგმილ საპენსიო რეფორმას აპროტესტდებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საყოველთაო გაფიცვაში, ათასობით დასაქმებული ჩაერთო. შედეგად, პარალიზებულია სატრანსპორტო სამსახური, ზოგიერთი ჰოსპიტალი, დაიკეტა სკოლები და ძირითადი სამთავრობო სამსახურები.
გაფიცულები, პარიზში ფართომასშტაბიან დემონსტრაციას გეგმავენ. დემონსტრაციებისთვის ემზადება პარიზის პოლიციაც. დედაქალაქში 6000 მდე სამართალდამცავის მობილიზებაა დაგეგმილი. გარდა ამისა, დედაქალაქის პოლიცია, დემონსტრაციების დროს, საპროტესტო მსვლელობის მიმდებარედ განლაგებულ ბიზნესს საქმიანობის შეჩერებას ურჩევს. მანამადე კი, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, ათასობით დემონსტრანტმა მსვლელობა მოაწყო.
გაფიცულთა გაერთიანების ლიდერები, პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტი დაგეგმილ საპენსიო რეფორმას უკან არ გაიწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება