ირაკლი კობახიძე – გვაქვს კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა, თუ ამ კუთხით გამოწვევებია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს პრობლემების მოგვარებაზე – ჩემი სურვილია, პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს შესაბამისი კანონი

ჩვენ ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი გვაქვს და კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემების მოგვარებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა.
„რაც შეეხება არაღიარების თემას, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა. თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემების მოგვარებაზე და, ამ კუთხით, მე მოვუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი, დანარჩენი არის პარლამენტის გადასაწყვეტი“,- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს