,, ეს მიდგომა ყველაზე კარგად ამჟღავნებს, რომ საერთოდ არ გვესმის, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე” –

ჭავჭავაძის ფონდის დამფუძნებელი, :
,,რამდენიმეგან გადავეყარე მიამიტურ აზრს, რომ რუხაძის მიერ ტვ “ნაძეჟდას” 1000 ლარად ვიღაც ქოცზე გადაფორმება საბაზრო ფასს ასახავს, რადგან “ნაძეჟდას” თურმე ათობით მილიონის დავალიანება ჰქონია. ეს მიდგომა ყველაზე კარგად ამჟღავნებს, რომ საერთოდ არ გვესმის, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე:
“ნაძეჟდა” არ არის ჩვეულებრივი კომპანია, რომლის ღირებულებაც ითვლება ისევე, როგორც სხვა ბიზნესებისა. რადგან “ნაძეჟდა” არ არის ბიზნესი. “ნაძეჟდა” არის პროპაგანდიტული მანქანა და რუსული რეჟიმის ხერხემალი. რომ არა “ნაძეჟდა”, “ოცნებას” არც ფული უშველიდა და არც ძალადობრივი რესურსი, რომ საქართველოზე კონტროლი შეენარჩუნებინა (რადგან ის გრუზინი “პოლიციელები”, რომლებიც გავრილოვის ღამის მერე აგერ უკვე 7 წელია, ქართველებს გვარბევენ, ქართველზე ხელს ვერ და არ აღმართავდნენ).
როცა ხელისუფლების პროპაგანდისტი ხარ, რიცხვები და ბუღალტერია პირობითობაა – გადასახადის გადახდას არავინ გთხოვს და, თუ დაგჭირდება, ჩამოგაწერენ. ანუ რუხაძეს არავინ ახრჩობდა, არიქა, ვალი დაფარე, თორემ დაგაყადაღებთ და დაგახრჩობთო.
“ნაძეჟდას” ღირებულება რუსებისთვის – თავისი ვალებითა და ბუღალტერიით – 1000 ლარი კი არა ბარემ ათასჯერ ათასი რატომ არ არის…
ამიტომ, გაეშვით ამ ფინანსურ ანალიზებსა და ბუღალტერიას და გაიაზრეთ, რომ რუსული რეჟიმის “მოზგი” არც ჭორვილაშია, არც კანცელარიაში და არც – “ოცნების” ოფისში. ის “ნაძეჟდაშია”.