მაქსიმ გალკინი ინდონეზიაში არ შეუშვეს. მიზეზი რუსეთის მთავრობის წერილია

კომიკოსი მაქსიმ გალკინი აცხადებს, რომ მას ინდონეზიაში შესვლაზე უარი უთხრეს ს ხელისუფლების წერილის გამო. გალკინის კონცერტი 27 იანვარს ბალიზე უნდა გამართულიყო.
გალკინის თქმით, მოგზაურობამდე რამდენიმე დღით ადრე მას სამუშაო ვიზა გამოუწერეს, „წესრიგში იყო“ გამოსვლისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი. მაგრამ პასპორტის კონტროლის ზონაში იგი ქვეყანაში არ შეუშვეს. მესაზღვრეებმა მიზეზად მოიტანეს რუსეთის მთავრობის წერილობითი თხოვნა, რომ არ შეეშვათ გალკინი ბალიზე.
ამასთან, მაქსიმ გალკინი ხაზს უსვამს, რომ მის მიმართ ინდონეზიის მთავრობას არ ჰქონია არანაირი პრეტენზიები და მას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები პატივისცემით ეპყრობოდნენ.
გასული წლის ოქტომბერში ყაზახეთმა გააუქმა მაქსიმ გალკინის დაგეგმილი ყველა კონცერტი.
· ში ომის დაწყების შემდეგ მაქსიმ გალკინმა საჯაროდ დაგმო რუსეთის აგრესია, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თავის კონცერტებზე. ამის შემდეგ, ფედერალურმა ტელეარხებმა შეაჩერეს მისი საავტორო გადაცემა “ამაღამ” და უარი თქვეს მისი მონაწილეობით შექმნილ რეკლამებზე. ამის გამო არტისტმა დატოვა რუსეთი.
· 2022 წლის სექტემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მაქსიმ გალკინი “უცხოეთის აგენტების” სიაში შეიყვანა. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შოუმენი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ფულს უკრაინიდან იღებს.
· ბოლო ხანს ყაზახეთში ასევე გაუქმდა იმ რუსი არტისტების კონცერტები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში. მათ შორის აღმოჩნდნენ ესტრადის მომღერლები: ლარისა დოლინა, პოლინა გაგარინა, გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე).
დაწერეთ კომენტარი