პედრო სანჩესი კვლავ აირჩიეს ესპანეთის პრემიერად

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ აირჩია პედრო სანჩესი. სოციალისტური მუშათა პარტიის წევრ პოლიტიკოსს მხარი დაუჭირა 350-ადგილიანი პარლამენტის უმრავლესობამ.
სანჩესი ახლა ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც მემარცხენე კავშირი „სუმარი“ და ბასკების, ასევე კატალონიელების სეპარატისტების პარტიები შედიან. სანჩესის დანაპირები, რომ ის ბევრი სეპარატისტის მიმართ, რომლებიც გაასამართლეს მათი რეგიონების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის გამო, ამნისტიას გამოაცხადებს, კონსერვატორების და მემარჯვენე პოპულისტების პროტესტის მოჰყვა.
ივლისის პარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ. მაგრამ მისმა თავმჯდომარემ, ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოაგროვა. ამიტომ დაეკისრა ახალი მთავრობის შექმნა სანჩესს.
კატალონიაში სეპარატისტებმა 2017 წელს გამართეს რეფერენდუმი ესპანეთისგან გამოყოფის საკითხზე, რასაც მოჰყვა მისი ინიციატორების გასამართლება.
სეპარატისტების ხელმძღვანელი კარლეს პიუჩდემონი ამ პერიოდში ბელგიაში იმყოფებოდა. ესპანეთში ის ახლა ვერ ჩადის, რადგან ესპანეთის კანონმდებლობით პატიმრობა ემუქრება, ამბოხების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ რუხაძე: მიყვარს ჩემზე ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები… გუნდური მოთამაშე ვარ… მიყვარს სხვისი წარმატება და არასოდეს ვარ ჩასაფრებული, რადგან უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვინც თავად ვერაფერს აკეთებს!