ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიდის – პაატა მანჯგალაძე

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსთან” დაკავშირებით, შეფასებები გრძელდება. ოპოზიცია მონაცემებს იზიარებს. მმართველი გუნდის ოპონენტთა უმრავლესობას არ უჩნდება დამატებითი კითხვები, თუ რა მიმართულებით შეიძლება უსწრებდეს საქართველოს მოლდოვა, ან .
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტიის “სტრატეგია აღმაშენებელი” გენერალური მდივანი, აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
“ყველა ვხედავთ, რომ არცერთი ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო საქართველოში, ჩატარებული არ არის. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიდის,” – ამბობს პაატა მანჯგალაძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ საქართველოში რეფორმები არ ხორციელდება.
“მთავარი გზამკვლევი, ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, იყო 12 პუნქტი. საქართველო ჩამორჩება მთავარ პარტნიორ ქვეყნებს, მოლდოვას, უკრაინას, მეზობელ ქვეყნებს და ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში არ ხორციელდება რეფორმები,“ – აცხადებს ლაშა ფარულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას

სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება