საქართველოს მთავრობა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციას გეგმავს

საქართველოს მთავრობა “საქართველოს განვითარების ფონდის” (ყოფილი “საპარტნიორო ფონდი”) ლიკვიდაციას გეგმავს – ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის მიერ წარსადგენ კანონპროექტების ჩამონათვალში.
ფონდს მისი რეორგანიზაციის შემდეგ ბესიკ ბუგიანიშვილის ხელმძღვანელობს, ხოლო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძეა.
„სააქციო საზოგადოება – საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „სააქციო საზოგადოების – საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონი“, – ნათქვამია დოკუმენტში.