სარჯველაძე ზურაბიშვილზე: თვითონ გადასარევად იცის, რომ არაფერ შუაში იყო ამ შეხვედრასთან

თვითონ ზურაბიშვილმაც გადასარევად იცის, რომ ის აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო ამ შეხვედრასთან, ან ამ ვიზიტთან დაკავშირებით. იცის ასევე ისიც, რომ, რეალურად, ხელის შეშლისთვის თუ გამოიყენებდა […].
ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, რომ კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო ამ პროცესებში. მიიყვანა ყველაფერი, მათ შორის, შეუთანხმებელი ნაბიჯებით, მდგომარეობა იქამდე, რომ აუცილებელი გახდა იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყება. მას შემდეგ რაც იმპიჩმენტის პროცედურა დასრულდა, ფორმალურად არაშედეგიანად, მაგრამ შინაარსობრივად ეს იყო შედეგის მომტანი. აბსოლუტურად ლოგიკურად თანმიმდევრული მგონია ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც ის ცდილობს, რომ ზურაბიშვილთან თანამშრომლობა არ შედგეს.