რუსი წყვილებისთვის დაქორწინება ყველაზე მარტივი საქართველოშია – RBC-ის კვლევა

რუსი წყვილებისთვის საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ყველაზე მიმზიდველი საქართველო, თურქეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროებია, – ამის შესახებ ცნობილი ხდება RBC-ის კვლევიდან.
აღმოჩნდა, რომ ეს ქვეყნები ქორწილის საზღვარგარეთ მოსაწყობად რუსებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომია. დაბალი ბიუროკრატიით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უმარტივესი დანიშნულების ადგილად მიიჩნევა.
RBC-ის კვლევით, საქართველოში დოკუმენტების სტანდარტული ნაკრებით საქორწინო წყვილების რეგისტრაციის დასრულება უსწრაფესადაა შესაძლებელი. იუსტიციის სახლში უცხოელებისთვის ოფიციალური ქორწინების რეგისტრაცია, ვადიდან გამომდინარე, 390-დან 450 დოლარამდე ღირს. როგორც RBC იუწყება, საქართველოში კონტრაქტორები, ეროვნული ვალუტის გარდა, გადახდას აშშ დოლარშიც იღებენ.
კვლევის მიხედვით, საქართველოში წინასწარი საქორწილო გადახდები მინიმალურია.
რაც შეეხება, სხვა ქვეყნების მოთხოვნებს:
თურქეთი
ლირის არასტაბილურობის გამო, თურქი კონტტრაქტორები მომსახურების ღირებულებას ევროში ან აშშ დოლარში იღებენ. 20-30 სტუმრისთვის განკუთვნილი საქორწინო ცერემონიის ძირითადი პაკეტით დარბაზის დაქირავება, როგორც წესი, 4000-დან 6000 ევრომდე მერყეობს.
კვიპროსი
ყველა გადახდა ევროში ხდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტში ქორწინების 200-300 ევრომდე ღორს. კონტრაქტორები წინასწარი ჯავშნისთვის სრული ფასის დაახლოებით 50%-იან წინასწარ გადახდას ითხოვენ.
საბერძნეთი
უცხოელებისთვის ქორწინების რეგისტრაცია 300-დან 600 ევრომდე მერყეობს. გადახდა ევროში ხდება. საბოლოო გადახდა ცერემონიამდე 5-10 დღით ადრე ხდება.
საემიროები.
ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტა დირჰამში ხორციელდება, აშშ დოლართან იმჟამინდელი კურსით. სერვისის ღირებულება 25 000-30 000 დირჰამიდან, ანუ, დაახლოებით, 7-8 ათასი დოლარიადან იწყება. საჭიროა 30-50%-იანი წინასწარი გადახდა, საბოლოო თანხას ღონისძიებამდე 10-14 დღით ადრე ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს