თვითონ ზურაბიშვილმაც გადასარევად იცის, რომ ის აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო ამ შეხვედრასთან, ან ამ ვიზიტთან დაკავშირებით. იცის ასევე ისიც, რომ, რეალურად, ხელის შეშლისთვის თუ გამოიყენებდა რაიმეს, თორემ ისე გასაგებია, რომ ეს იყო წარმატებული ვიზიტი, წარმატებული თანამშრომლობის რეზულტატები, რომელიც იხილა საზოგადოებამ და არ ვიცი, მას კიდევ რით უნდა გაემდიდრებინა ყველაფერი ეს, მე მგონი, თვითონაც ამასთან დაკავშირებით არაფერი აქვს სათქმელი.
იმავდროულად, არ დაგვავიწყდეს, რომ ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, რომ კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო ამ პროცესებში. მიიყვანა ყველაფერი, მათ შორის, შეუთანხმებელი ნაბიჯებით, მდგომარეობა იქამდე, რომ აუცილებელი გახდა იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყება […] აბსოლუტურად ლოგიკურად თანმიმდევრული მგონია ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც ის ცდილობს, რომ ზურაბიშვილთან თანამშრომლობა არ შედგეს.