აშშ-მ უკრაინისთვის $185 მილიარდის სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების მიყიდვა დაამტკიცა

6 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის $185 მილიონის ღირებულების სამხედრო პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა, რომელიც აშშ-ს მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სატრანსპორტო საშუალებებისა და შეიარაღების სისტემების მხარდასაჭერად, სათადარიგო ნაწილებისა და შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს.
განცხადების თანახმად, პაკეტი IX კლასის სათადარიგო ნაწილებსა და ლოგისტიკურ მხარდაჭერას მოიცავს.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სათადარიგო ნაწილები უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ველზე ეფექტიანობას გააუმჯობესებს, რადგან უფრო სწრაფი და გამძლე სარემონტო სამუშაოები გახდება შესაძლებელი.
tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს