რამდენიმე ქვეყანამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს თანამშრომელთა ნაწილი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა

იტალიამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი ავრცელებს.
„7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ იტალიის მთავრობამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეაჩერა. ცოტა ხნის წინ, მოკავშირე ქვეყნებმა იგივე გადაწყვეტილება მიიღეს“, – წერს ანტონიო ტაიანი X-ზე.
იტალიასთან ერთად, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება -მა, კანადამ და ავსტრალიამაც შეაჩერა.
მოკავშირეებმა გაერო-ს სააგენტოს დაფინანსება მას შემდეგ შეუჩერეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააგენტოს თანამშრომელთა ნაწილი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტომ განაცხადა, რომ რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა და შესაბამისი გამოძიება დაიწყო.