უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვა დაიწყეს

უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვა დაიწყეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მოლაპარაკებების დროს მხარეები ხელშეკრულების პროექტის დაუყოვნებელ შემუშავებაზე გადავიდნენ და დოკუმენტის ძირითად ელემენტებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები გაცვალეს. მხარეები უახლოეს მომავალში გასამართ ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ თარიღზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საფრანგეთთან მოლაპარაკებების უკრაინულ ჯგუფს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა ხელმძღვანელობდა.
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების დასასრულებლად თებერვალში ში ვიზიტს გეგმავს.
შეგახსენებთ, უკრაინასა და „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმებების უმეტესობა ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზეა. მიმდინარე წლის დასაწყისში პირველი მსგავსი შეთანხმება უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმდა.

ასევე დაგაინტერესებთ