“ოპოზიციისთვის ბოლო შანსია, რომლითაც მოხდება ლუსტრაცია – მართლა უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს” –

მმართველი გუნდი, ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმასთან დაკავშირებით, ორშაბათს, პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სამუშაო შეხვედრას გაიმართავს. მმართველი პარტია არგუმენტირებული წინადადებების მოსასმენად კარს ხსნის. თუმცა ოპოზიციის ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან.
საპარლამენტო უმრავლესობაში პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას მავნებლობას უწოდებენ. მათი თქმით, პროცესის ხელოვნურად ხელშეშლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის წარმატების მიუღებლობა აქვს”.
“ბუნებრივია “ქართული ოცნება” 29-ში არ იწყებს მუშაობას, მუშაობა კარგა ხანია დაწყებულია, ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს ყველა მიმართულებით. ველით ოპოზიციას, ველით არასამთავრობოებს. ჩვენ გვესმის ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვარაუდი, რომ შემოუერთდნენ პროცესს. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. თუ ეს იქნება კონსტრუქციული შემოერთება პროცესში, მე მართლაც ვიწამებ, რომ სასწაულები ხდება. რა თქმა უნდა, არ მინდა წინასწარ დავაზიანო პროცესი და ვთქვა – არ მჯერა, რომ შემოუერთდებიან. ჩვენ გვსურს, რომ შემოუერთდნენ, რადგან პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ჩვენ არ ვაკეთებთ პარტიულ საქმეს, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საქმეს და ახლა, ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის ბოლო შანსია და ზღვარი, რომლითაც მოხდება ლუსტრაცია – მართლა უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს, თუ არაა, როგორც ეს დადასტურდა პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ 12 რეკომენდაციის შესრულების დროს ვიმუშავეთ,” – აღნიშნა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, კი აცხადებს, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არასწორ მოლოდინებს ქმნიდა, რომ ხელისუფლება ევროკავშირის 9 პუნქტის შესასრულებლად არ იყო კონსტრუქციულად განწყობილი, ახლა უხერხულობის განცდა უნდა ჰქონდეს და საზოგადოებასთან უნდა აღიარონ, რომ შეცდნენ. რაც შეეხება მოლოდინებს, დაესწრებიან თუ არაა ოპოზიციონერები შეხვედრას, სარჯველაძე ვარაუდობს, რომ, ალბათ, ოპონენტების მცირე ჯგუფი იქნება რეალურად გულწრფელად მონდომებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები